ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში გავიდა
11-06-2020

ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსს, გარემოს უკეთესობისაკენ შესაცვლელად 2019-2020 საკონკურსო წლის განმავლობაში ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ისევ შეუერთდა და ამჯერად ნახევარფინალში გადავიდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, დაძაბულობისა და ვირუსის მიერ დადგენილი შრომატევადი დღის წესრიგისა, ჩვენი  სკოლის ეკოკლუბმა მიზანდასახული და წარმატებული პედაგოგის, შორენა ქურასბედიანის დაუღალავი შრომითა და საუკეთესო მოსწავლის მარიამ ქურასბედიანის აქტიურობით მოახერხა და რეგიონში პირველი ადგილით ნახევარფინალში გადავიდა“-აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნონა გაზდელიანმა.

ხოფურის საჯარო სკოლის დირექცია ყველა თანამშრომელსა და მოსწავლეს ულოცავს ამ ფაქტს და მომავალ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203