„ვამაყობ რომ ჩემი შვილი ამ სკოლის მოსწავლეა“- დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლის მშობლის მადლობის წერილი სკოლას
11-06-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის სანდრო ყიფიანის მშობელი მაია თურმანიძე სკოლას მადლობის წერილს უძღვნის.

„დაგვას საჯარო სკოლის ყველა პედაგოგს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, თუმცა თქვენი შრომა ფასდაუდებელია და მადლობა მასთან მარტივია.მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის და ჩვენი შვილებთან გაწეული შრომისათვის. მაშინ როცა ჩვენი შვილები პანდემიის გამო საკლასო სივრციდან სახლებში გადმოვიდნენ სწავლის გასაგრძელებლად თქვენ ერთი წუთითაც არ მიგიტოვებიათ, პირიქით ახალ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხეთ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე რაც თქვენ გააკეთეთ ნამდვილად დიდი შრომაა. მიუხედავად უხარისხო ინტერნეტის თუ ხანდახან გაუმართავი ტექნიკისა მაინც ცდილობდით დაკავშირებას და ატარებდით გაკვეთილებს, მონდომებით.არცერთი გაკვეთილი არ ცდებოდა და ტარდებოდა მთელი ყურადღებით, მეც ბავშვებთან ერთად ვიყავი და თვალყურს ვადევნებდი ვხედავდი თქვენს დაუღალავ შრომას. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, ვამაყობ რომ ჩემი შვილი ამ სკოლის მოსწავლეა“,- წერს მაია თურმანიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203