თბილისის N89 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ონლაინ ღონისძიებით დაასრულეს
10-06-2020

თბილისის  N89 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დამთავრება ლამაზი და მიმზიდველი ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიების ავტორი და ინიციატორი იყო პირველი კლასის დამრიგებელი ქეთევან მარხვაშვილი. საზეიმო სამზადისში პატარებს მშობლებიც დაეხმარნენ.

ღონისძიება დისტანციურად, ონლაინ  რეჟიმში გაიმართა.

პირველ კლასელებმა ჩატარეს ღია გაკვეთილი და წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება. მოსწავლეების მშობლებმა  უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს სკოლის დირექციის და მასწავლებლების მიმართ, მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის.

სკოლის დირექტორმა მიმოზა ტყებუჩავამ და საგნის მასწავლებლებმა პატარებს პირველი კლასის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიება სანახაობრივად ლამაზი იყო და საინტერესოდ ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203