განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას, სკოლებში კვების წესის შეცვლაზე, კომპანიები აპროტესტებენ
07-09-2017
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას, სკოლებში კვების წესის შეცვლაზე, კომპანიები აპროტესტებენ.

''სკოლებში აიკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა,'' - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა სკოლებში შრომის გაკვეთილების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვების დანერგვას. ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში, ექიმ-ნუტრიციოლოგების რეკომენდაციითა და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამინისტრო თბილისის რამდენიმე დიდკონტინგენტიან სკოლაში, საპილოტე პროექტს განახორციელებს, რომლის თანახმად, კვირაში ერთხელ მოსწავლეები დასვენებაზე ვაშლს უფასოდ მიიღებენ.

შეგახენებთ, რომ სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება და ამ სფეროს რეგულირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აპრილის ბოლოდან დაიწყო. 5 მაისს მიიღეს ბრძანება სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ. ბრძანების მიხედვით, სასკოლო ბუფეტებში არაჯანსაღი საკვები აღარ გაიყიდება. 

სკოლის ბუფეტში აკრძალული და ნებადართული პროდუქტების სია - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება

იხილეთ, ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში გასული სიუჟეტი.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203