ტურცხის საჯარო სკოლის დირექციამ პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
10-06-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექციამ პედაგოგები დისტანციური სწავლების პროცესში გულმოდგინედ და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელებით დააჯილოდვა. 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მთელ პედაგოგიურ კოლექტივს დისტანციური სწავლების პერიოდში გაწეული შრომისთვის და აჯილდოებს მათ მადლობის სიგელებით.

მინდა, როგორც სკოლის დირექტორმა აღვნიშნო, რომ საოცრად დაუღალავი შრომა, საკუთარი საქმისადმი ერთგულება და სიყვარული აჩვენა თითოეულმა პედაგოგმა. ეს იყო ძალიან დამღლელი და და შრომატევადი სამუშაო, რომელსაც ასე, თითქოს ერთი ამოსუნქვით გაართვეს თავი ჩვენმა მასწავლებლებმა. იყო ბევრი პრობლემა, იყო ბევრი გაუგებარი მათთვის სიახლე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანის სულის სიღრმეში იმალებოდა შეუპოვარი მებრძოლი, რომელმაც შეძლო ყველა დაბრკოლების გადალახვა. მადლობა თქვენ ყველას! მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203