იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე სოფლის ისტორიის შესწავლისას 88 წლის თამარ კეკელიძეს გვაცნობს, რომელსაც სოფლის კეთილდღეობაში დიდი წვლილი მიუძღვის
09-06-2020

„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობას შეუერთდნენ.

მოსწავლეები სოფლისა და ასაკოვანი თანასოფლელების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს იძიებენ და ერთმანეთს უზიარებენ. II კლასის მოსწავლე დემეტრე თოდრია 88 წლის თამარ კეკელიძეზე გვიამბობს:

„თამარ კეკელიძე 88 წლის ქალბატონია. თამარა ბებო 2 შვილის დედა, 6 შვილიშვილისა და 17 შვილთაშვილის ბებიაა. ქალბატონ თამარს დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის კეთილდღეობის საქმეში, ამაყობს შვილიშვილებით, რომელთა აღზრდაში დიდი ამაგი აქვს, ოცნებობს სოფელს და მათ მაცხოვრებლებს ჰქონდეთ საუკეთესო პირობები, შეეძლოთ მოთმინება და ერთმანეთის გატანა, დიდი სიყვარულით ლოცავს სოფლის ყველა ოჯახს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203