ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქაღალდის თოჯინები დაამზადეს და სპექტაკლი დადგეს
09-06-2020

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში საინტერესო აქტივობებში ერთვებიან. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ქაღალდის თოჯინები და მინი-თეატრი გამართეს. პატარების აქტივობებს მშობლებიც ინტერესით ადევნებენ თვალს.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიის შესაჩერებლად გვიწევს სახლში ყოფნა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა დისტანციურად მუშაობას სხვადასხვა სფეროში. რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც უმთავრეს როლს თამაშობს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში, გადავიდა ონლაინ სწავლების რეჟიმში.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა აქტიურად აგრძელებს მუშაობას „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში. ინგლისურ ენაში II კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს პერსონაჟები და ჩაწერეს ვიდეორგოლი. (პედაგოგი სალომე საგანელიძე). მათ შექმნეს ქაღალდის თოჯინები და მოაწყვეს მინი-თეატრი.

ვიდეორგოლის შექმნამ ხელი შეუწყო მშობელთა ჩართულობას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი მოსწავლეების წარმატების უზრუნველსაყოფად“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203