ლიის თემის N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ალექსანდრე სამუშია ხელოვნების მასწავლებლის გამოწვევას ქვიშაზე ხატვით გამოეხმაურა
09-06-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ალექსანდრე სამუშია ხელოვნების მასწავლებლის გამოწვევას შეუერთდა.

ალექსანდრეს ძალიან უყვარს ქვიშაზე ხატვა და თავისი შემოქმედება ვიდეორგოლით გაუზიარა მეგობრებსა და პედაგოგს.

სახალისო აღმოჩნდა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევა, ბავშვებმა წარმოადგინონ საყვარელი სპექტაკლი, თუნდაც ერთი მსახიობის თეატრის სახით. მოსწავლეებმა სპექტაკლების გარდა სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა წარმოგვიდგინეს. გამოწვევას მოსწავლეებთან ერთად, მშობლები გამოეხმაურნენ.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203