
თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს.
პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
მათ შორის, დისტანციური სწავლის დროს, მესამე კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ნიღბები“ ნამუშევრები შეასრულეს.
მათი მასწავლებელი - თეა მარეხაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები