„ჩემი ქალაქი“ - გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის მაკეტები დაამზადეს
09-06-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს.
პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
მათ შორის მოსწავლეებმა აქტივობა „ჩემი ქალაქი“ განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც მაკეტები დაამზადეს.