
ფოთის N12 საჯარო სკოლა აქტიურად და წარმატებით ჩაერთო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ პროექტში - „ზღაპრის ტრანსფორმაცია“.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა - ჯამბულ ბადაშვილმა, მართა ხინთიბიძემ, ნიკოლოზ გვასალიამ, ნატალი ჯავახიამ, გიორგი ნასარაიამ, მარიამ ტყებუჩავამ და ნინო კუციამ შეარჩიეს მათთვის სასურველი ზღაპარი და მისი თანამედროვე ტრანსფორმაცია შექმნეს. უნივერსიტეტმა თითოეულ მონაწილესა და მათ პედაგოგებს მადლობის სიგელი გადასცა.
იხილეთ ფოტოები