ჩიხის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება ვიდეორგოლით მიულოცეს
09-06-2020
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ჩიხის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება დისტანციურად, ვიდეორგოლით მიულოცეს.
„ჩიხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას, ვუსურვებთ წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას“,- ნათქვამია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში, რომელსაც ვიდეორგოლიც ახლავს.