ქუთაისის N40 სკოლის მეორეკლასელებმა შესწავლილი თემა კომპლექსური დავალების სახით წარმოადგინეს
09-06-2020

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IIკლასში ხალისით, მიზანმიმართულად და წარმატებით ხორციელდება ოლაინ სწავლება. კლასის ხელმძღვანელი მარინე ჩიქობავაა.

პატარა მკვლევარებმა, ამჯერად, ბუნების გაკვეთილზე შესწავლილი თემა: „ვულკანები“ კომპლექსური დავალების სახით წარმოგვიდგინეს. მათ უსაფრთხოების დაცვით, პრაქტიკულ აქტივობებში შეძლეს კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები კლასის წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგინეს და ერმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, რომელიც კომპლექსური დავალების შექმნისას წარმოიშვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203