ჩაისუბნის N2 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს
09-06-2020

1-ელ ივნისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „სხივის“ ხელმძღვანელმა თამილა რონიძემ და კლუბის წევრებმა დისტანციური შეხვედრა გამართეს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით.

თითოეულმა წევრმა თემასთან დაკავშირებით მოიძია ინფორმაცია და ისაუბრა მშობლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მთავრობის დამოკიდებულების შესახებ ბავშვების მიმართ, მათი უფლებების აღიარებასა და მის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ.

კლუბის წევრებმა წაიკითხეს ამონარიდები ბავშვის უფლებათა კონვენციიდან. კლუბის წევრმა მარიამ ბოლქვაძემ დაამზადა პოსტერი. შეხვედრა იყო სანტერესო და ინფორმაციული.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203