
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები - შაკო და კოკა გოგოხიები ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევას შეუერთდნენ და იგავ-არაკი „კუ და მორიელი“ სპექტაკლის სახით წარმოგვიდგინეს.
სახალისო აღმოჩნდა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევა, ბავშვებმა წარმოადგინონ საყვარელი სპექტაკლი, თუნდაც ერთი მსახიობის თეატრის სახით. მოსწავლეებმა სპექტაკლების გარდა სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა წარმოგვიდგინეს. გამოწვევას მოსწავლეებთან ერთად, მშობლები გამოეხმაურნენ.
იხილეთ ვიდეო