
სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობის“ ფარგლებში, თბილისის N208 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა: ანანო აფრასიძემ, ელენე ებანოიძემ, ანა მოდებაძემ, თეკლა სიხარულიძემ და ელენე ობგაიძემ თემაზე - „როგორ ავიცილოთ კორონავირუსი“ პროექტი მომზადეს.
მათ შეაგროვეს ინფორმაცია ვირუსის შესახებ (რა ახასიათებს ვირუს, გავრცელების გზები, ვირუსის სიმპტომები, თავდაცვის საშუალებები). გააკეთეს „ჩელენჯი“ და გამოიწვის მეგობრები თუ უფროსები. შექმნეს სლაიდი, სადაც დაიტანეს მოძიებული ინფორმაცია ვირუსზე, სტატისტიკაზე, ექიმების შესახებ, რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ, გააკეთეს პლაკატი და შეიმუშავეს მოწოდებები.
იხილეთ ფოტოები