
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საგნის - „მე და საზოგადოება“ სწავლისას აიტაცეს გამოწვევა რომელიც ეხებოდა თემას - „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და განძის მცველები“.
მოსწავლეებმა მოინახულეს ახლომდებარე ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი და ტაძრები და წარმოადგინეს მათი დაარსების ისტორია და მნიშვნელობა.
მარიამ ჯიჯელავამ წარმოადგინა ხონის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი, ბარბარე ჯიშკარიანმა მარტვილის მუნიციპალიტეტის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. მარიამ ხაჟომიამ კი - სოფელ ხუნწის წმინდა თევდორეს სახელობის ტაძარი, რომელიც ახლახან აღდგა.
„მადლობა ბავშვებო შრომისთვის პასუხისმგებლობისთვის და იმისთვის რომ თანამედროვე გამოწვევებს, რასაც კომპლექსური დავალების შექმნა ჰქვია ფეხი ადვილად აუწყვეთ“, - აღნიშნავს მასწავლებელი ნინო დანელია.
იხილეთ ვიდეოები