რატომ არ იხსნება საზაფხულო ბაღები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ? - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტება
08-06-2020

საზაფხულო ბაღები წელს არ გაიხსნება. როგორ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სექტემბრამდე მსგავსი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი ნაადრევია.

ბექა ფერაძის განმარტებით, ბავშვების ერთ სივრცეში განთავსებამ შესაძლოა, სხვადასხვა ოჯახებში ინფექციის მიტანის რისკი გაზარდოს.

„ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ხდება ბავშვების ერთ სივრცეში კონცენტრირება, შესაძლოა, ისინი სხვადასხვა ოჯახებში გახდნენ ინფექციის მიტანის საფუძველი. ამიტომ სექტემბრამდე ნაადრევია ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი. ასე რომ უნდა დაველოდოთ ეპიდსიტუაციის განვითარებას“, - განაცხადა ფერაძემ. 

აღნიშნული საკითხი ბევრს აწუხებს, ვინაიდან მშობლების დიდი ნაწილი მუშაობს, შეზღუდვების მოხსნის ფონზე უკვე სამსახურებში გავიდნენ, ბავშვის დამტოვებელი კი არავინ ჰყავთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...