ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციური სწავლების ეფექტურად წარმართვისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
08-06-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბეჟანოს საჯარო სკოლის მასწავლებლები: გუანნა მკოიანი, რუსუდან მელიკიძე, არტაშ მკოიანი და თამარა ხანსულიანი 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართულები და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. მიუხედავად თავდაპირველი სირთულეებისა, პედაგოგებმა ახალ გამოწვევას თავი კარგად გაართვეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203