
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „სხივის“ წევრებმა, პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, ონლაინ ღონისძიება ჩაატარეს.
კლუბის წევრებმა შექმნეს პოსტერები. გაიხსენეს ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელოვანი დეტალები. გაიმართა ონლაინ დისკუსია.
კლუბის ხელმძღვანელი თამილა რიონიძეა.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
იხილეთ ფოტოები