გაიცანით წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე დიანა ჭუმბურიძე, რომელიც პოეზიაში პირველ ნაბიჯებს დგამს
08-06-2020

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის IX კლასის მოსწავლე დიანა ჭუმბურიძეს პოეზია ძალიან უყვარს და თავადაც წერს ლექსებს. გიმნაზიის ადმინისტრაცია მოსწავლეს წარმატებებს უსურვებს.

„დიანა ჭუმბურიძე ჩვენი გიმნაზიის IX კლასში სწავლობს. უყვარს კითხვა, ფიქრი, რაც მთავარია, პოეზია. გატაცებით კითხულობს დიდი ქართველი პოეტების შედევრებს და თავადაც ცდილობს კალმის მოსინჯვას. ეს ლექსები მისი პირველი ნაბიჯებია, ჯერ გაუბედავი, მაგრამ ნამდვილი და გულწრფელი. წარმატებები დიანას! გვჯერა: „ამ მთების იქით მთებია კიდევ“,-წერია გიმნაზიის ინფორმაციაში.

*** 
ამ ბოლო დროს ხშირად წვიმს,
ტირის ცა და მიწა.
ვეღარ ვუძლებ სიცივეს,
გაზაფხული მინდა.
ხის ფოთლებზე ნაცრემლი მორჩა, კმარა, წვეთი,
ახლა გვინდა მზის სხივის ოქროსფერი სვეტი.
მიწას, უხვად დანამულს, ესახება მზე გმირად,
სთხოვს, რომ გული ნაზამთრი,
დაუფაროს გვირილამ.
ცასაც აღარ უხდება ეს შავბნელი ღრუბელი,
გაზაფხულის დრო არის ამ ჩვენს ლამაზ კუთხეში.

დიანა ჭუმბურიძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203