ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა პედაგოგებს დისტანციური სწავლების დროს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის
08-06-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა პედაგოგებს დისტანციური სწავლების დროს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. დირექტორი აღნიშნავს, რომ ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგები ერთ-ერთი იყვნენ, ვინც არ შეუშინდა სიახლეს, რასაც საკლასო ოთახის ონლაინ სივრცეში გადატანა ჰქვია. დირექტორმა მასწავლებლები მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

„მე მკითხავს ბავშვი: მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?
- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი!
- მასწავლებელო, ეს რას ნიშნავს... ღელავხართ მწვრთნელი?!
- ჩამოჰკარ! - სწავლად თვისკენ იწვევს მასწავლებელი!
და სიმაღლემდე ავიყვანო მუდმივ მხლებელი
წრფელი მიზანი, მოქმედებით უხვად გამთბარი.
არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი,
აბა, ჩამოჰკარ მოსაწვევი, ჩამოჰკარ ზარი!

2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც მასწავლებლები გლობალური პანდემიის პირობებში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გამოწვევების წინაშე დადგნენ, სწორედ ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგები იყვნენ, ვინც არ შეუშინდა ამ დიდ სირთულეს რასაც საკლასო ოთახის ონლაინ სივრცეში გადატანა ჰქვია. რაიონის მაშტაბით პირველები იყვნენ ვინც საგანმანათლებლო პლატფორმა „თიმსით“ დაიწყო სწავლება და მოსწავლეებისთვის მაქსიმალური გააკეთეს.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო შრომისთვის, გარჯისთვის, ვუსურვო ჯანმრთელი და წარმატებული ცხოვრება თითოეულ მადგანს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203