წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
08-06-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს და ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ მოამზადეს თემის შესაბამისი რესურსები და საკუთარი ქვეყნის სიყვარული ნახატებით, ფოტოკოლაჟებითა და სხვადასხვა ნამუშევრით გამოხატეს.

"26 მაისი სქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ყველა ქართველისთვის ძვირფასია. ჩვენმა მოსწავლეებმა გამოგვიგზავნეს თავიანთი ნახატები, ფოტოკოლაჟები, რომელსაც ფონად გასდევდა ჩვენი სკოლის ლოგოზე გამოსახული სლოგანი: „გამზარდე და მამსახურე საქართველოს თავისუფალს“, ასევე ვიდეოები და დამხმარე რესურსები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაზე, ეროვნული გმირების: ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მარო მაყაშვილის, მერაბ კოსტავას და სხვათა შესახებ.

მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული ჰიმნის და საქართველოს დროშის ისტორია და მოამზადეს შესაბამისი რესურსები ვიდეორგოლების სახით.

მართლაც „ცოდნას მივყავართ თავისუფლებისაკენ“. სამშობლო ქვეყნის ისტორიის ცოდნა კი პასუხისმგებლობის გრძნობით განაწყობს ჩვენს ახალგაზრდობას. გვიხარია, რომ ამ დღემ ამაღლებული განწყობით ჩაიარა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203