
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებლის გამოწვევებს აქტიურად პასუხობენ. მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს სპექტაკლები, ლექსები, ნამუშევრები.
ამჯერად კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას ახალ გამოწვევას - „მოდის კვირეული“.
მოსწავლეებმა, სახლის პირობებში, პოდიუმი გამართეს და ვიდეოს სახით გაგვიზიარეს.
ამჯერად, პოდიუმზე წარმოგიდგენთ მე-6 კლასის მოსწავლე ლიკა კუხალეიშვილს.
იხილეთ ვიდეო