ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების რიტმი“ ვებინარი ჩატარდა
08-06-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ სპორტული კვირეულის ფარგლებში, პლატფორმა teams-ის გამოყენებით ჩატარდა ვებინარი თემაზე: „ჯანსაღი ცხოვრების რიტმი“.

„აღნიშნულ სემინარს უძღვებოდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ანუკი ენდელაძე, რომელიც წარმატებული სპორტსმენია მძლეოსნობის ერთ-ერთ დარგში.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების საფუძვლებისა და მნიშნელობის შესახებ, თუ რა დატვირთვა ენიჭება ჯანსაღ აქტივობებს და როგორ შეუძლიათ მათ მრავალფეროვანი გახადონ ჩვენი ცხოვრება. (ფიზიკური დატვირთვა, სწორი კვება, პირადი ჰიგიენა თუ მავნე ჩვევებზე უარის თქმა).

„ჯანსაღი ცხოვრების რიტმი - საინტერესოდ გამოყენებული თავისუფალი დრო და მუდამ ფორმაში მყოფი ორგანიზმი - ამ აქტივობის მონაწილე გახლდათ სკოლის ეკოკლუბის „შუაღამის მზის“ წევრი რიმა სუდაძეც. სამიზნე ჯგუფად შერჩეული იყო VII კლასი, კლასის ხელმძღვანელი მაია მაისურაძე.

ვებინარს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203