ჩქვალერის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
05-06-2020

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასწავლებელთან ერთად დისტანციურად აღნიშნეს.

„ცხენზე ამხედრებული პატარა პირველკლასელი კახაბერ ფიფიაა. ეს ლექსები მოსწავლეებმა თვითონ ისწავლეს. მათ მშობლები დაეხმარნენ ვიდეოს ჩაწერაში. პატარებს დავალება ჰქონდათ, დისტანციური ღონისძიებისთვის უნდა ესწავლათ ლექსი მხატვრულად და ასე შეასრულეს დავალება. გოგონებს მაისურები თავად მოვუხატე, კლასის დამრიგებელმა და დროშებიც თავად დავუმზადე, შემდეგ მოსწავლეებს მივაწოდე, მათ კი ფოტოები და ვიდეოები გამომიგზავნეს. მადლობა ჩემს პატარებს და მათ შობლებს თანადგომისათვის“,-აღნიშნავს პედაგოგი მაია გოგოხია.

სკოლის მოსწავლეები ონლაინ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და მნიშვნელოვან თარიღებსაც დისტანციურად აღნიშნავენ.

იხილეთ ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203