ინფორმაცია 2017 წლის ზაფხულში მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე შეცდომით/ზედმეტად გადახდილი და შეფასების შეცვლის შემთხვევაში საფასურის დაბრუნების შესახებ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინფორმაციას 2017 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცვლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე.განაცხადები მიიღება 2017 წლის 7 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით.
ქ.თბილისში - მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე.
რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გაითვალისწინეთ!იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:
- საბანკო დაწესებულებაში, საფასური დაბრუნდება გადამხდელის ან აპლიკანტის ანგარიშზე;
- გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.