
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამრიდონ ჩეგიანის სახელობის პატარა ირაგის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში წარმატებით არიან ჩართულნი.
„არის რიგი ხარვეზები მოსწავლეებთან ინტერნეტისა და საკომუნიკაციო საშუალებების უქონლობის გამო. მეტი წილი მოსწავლეებისა ერთვებოდა მშობლის ტელეფონით. ძირითადად, მასწავლებლები იყენებენ ახალ პლატფორმებს: FEEDC. TV.SCHOOL. MESENJER. YOUTUBE.
უფლის ნებით სექტემბრიდან საგანმანათლებლო სისტემა ჩადგება ჩვეულ რიტმში და დავუბრუნდებით სკოლებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.