
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, დროის ფასი ისწავლეს. მათ დროის სწორად გამოყენების მნიშვნელობის გააზრებაში პედაგოგი ლიანა ზარქუა დაეხმარა.
„ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ყველაზე ძვირფასი და ყველაზე შეზღუდული რესურსი, რომელსაც სწორი გადანაწილება და სწორად გამოყენება სჭირდება.
დრო ფულია, თუმცა მისი ზუსტი ღირებულება არავინ იცის. დროა ასევე ბუნებაში ყველაზე მეტად შეზღუდული და არაგანახლებადი რესურსი, რომლის აღდგენა ან უკან დაბრუნება არ ხდება.
თუმცა დღეს უკვე ყველამ კარგად გავათვიცნობიერეთ დროის ფასი, ეს ყველას ბევრი გვქონდა, სწორედ ამ დროის სწორად დაგეგმვის სწავლებისათვის რუსულის პედაგოგის ლიანა ზარქუას ინიციატივით მე-6 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს დღის განრიგის პროექტები, გააზრებულად დაგეგმეს დღე და გადაანაწილეს საათები ნაყოფიერად.
დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ ბავშვებს და მასწავლებელს დაუღალავი შრომისთის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები