წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს
05-06-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ონლაინ აქტივობაში.

აქტივობა განსაკუთრებით შეინიშნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, როდესაც მოსწავლეებმა სკოლას გაუგზავნეს ვიდეო მიმართვები, პატრიოტული მიმართვები, ფოტოკოლაჟები და სხვა, რომლშიც ასახული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია.

„ადამიანის უწმინდესი ვალია უყვარდეს თავისი სამშობლო, ადგილი, სადაც დაიბადა, სადაც გაიზარდა და სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ“ - ეს სიტყვები მოგვწერა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცავა მე-4 კლასის მოსწავლემ საბა თუთბერიძემ და მისმა დედიკომ ირინა გაბიანმა. ასევე ვიდეოები გამოგვიგზავნეს მე-5 კლასის მოსწავლემ ლევან ელბაქიძემ, მე-6 კლასის მოსწავლემ დავით თუთბერიძემ და მე-8 კლასის მოსწავლემ ანასტასია ლობჟანიძემ, გიხაროდეს სამშობლოვ, საიმედო და შენი სიყვარულით გულანთებული მომავალი თაობა მოდის!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203