ახალციხის N5 სკოლის IX კლასში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინგაკვეთილი ჩატარდა
05-06-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლის IX კლასში, ისტორიის მასწავლებლის სოფო მაისურაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ონლაინ გაკვეთილი თემაზე: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი“.

გაკვეთილი ეძღვნებოდა დამოუკიდებლობის 102 წლისთავს. მოსწავლეებმა თანმიმდევრულად გაიხსენეს მოვლენები და საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე. მთავარი ლოზუნგით „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია...“

ონლაინ გაკვეთილი ჩატარდა Ms. Teams-ში. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე და კლასის დამრიგებელი ნანა დათაშვილი.

იხილეთ ფოტოები  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203