გიორგი სიორდია-დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე, რომელიც ეროვნული ცეკვის სიყვარულით გამოირჩევა
04-06-2020

გიორგი სიორდია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობს, გიორგი გამოირჩევა სხვა მრავალი უნარითაც. მათ შორის აღსანიშნავია მისი ქართული ნაციონალური ცეკვებისადმი სიყვარული, რაშიც მას არაერთი წარმატება ხვდა წილად.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი გამოირჩევა კარგი აღზრდით, კორექტულობით და შესაბამისად, სასკოლო საზოგადოების მხრიდანაც სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.

ის არც კლასგარეშე ლიტერატურას უვლის გვერდს, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ემზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მიმდინარე პერიოდში მან წაიკითხა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და გენიალური ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტი“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლიტერატურის ექსპერტების მიერ ოსლოში N1 ლიტერატურულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული.

„ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის. მას წინ მრავალი გამარჯვება ელის“- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203