საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარი ვარდიაშვილმა ხელოვნების დისტანციური გაკვეთილისთვის კომპლექსური დავალება შეასრულა
04-06-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილისთვის მოსწავლემ მარი ვარდიაშვილმა კომპლექსური (შემოქმედებითი) დავალება შეასრულა. 

მოსწავლის პედაგოგი მაია ჯაშიაშვილი გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ საღრაშენის საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და სხვადასხვა სასწავლო რესურსს. მოსწავლეები დავალებებს ხალისით ასრულებენ.

იხილეთ ვიდეო




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203