
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების დისტანციური გაკვეთილებისთვის მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნიან.
ამჯერად წარმოგიდგენთ VII-VIII-IX კლასის ნიჭიერი მოსწავლეების შემოქმედებას.
ჯანდარას საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან და აწვდიან დავალებებს და სხვადასხვა სასწავლო რესურსს. მოსწავლეებიც დავალებებს ინტერესით ასრულებენ.
იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები