
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების დისტანციური გაკვეთილისთვის შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს.
გაკვეთილის თემა იყო - ნიკო ფიროსმანი (ნიკალას შემოქმედება).
ნამუშევრების ავტორები არიან მოსწავლეები - ბაჰარ ისაევა; აინურა დუნიამალიევა; საქინა მირიევა.
ჯანდარას საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან და აწვდიან დავალებებს და სხვადასხვა სასწავლო რესურსს. მოსწავლეებიც დავალებებს ინტერესით ასრულებენ.
იხილეთ ნამუშევრები