
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება საინტერესო და სახალისოა.
გთავაზობთ, ბალდის საჯარო სკოლის მე-3 კლასის წარჩინებული მოსწავლის, გიორგი რუხაიას ნამუშევრებს, საგან - „მე და საზოგადოებაში“. გიორგი რუხაია აქტიურად არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში და ყველა საგანში მაღალ შეფასებას იმსახურებს.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას და ოცნებების ასრულებას უსურვებს.
გიორგი რუხაიას კლასის ხელმძღვანელი ოლია ჯანჯღავა გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ბალდის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან და აწვდიან დავალებებს და სხვადასხვა სასწავლო რესურსს. მოსწავლეებიც დავალებებს ინტერესით ასრულებენ.
იხილეთ ფოტოები