ბათუმის N8 სკოლის XI კლასის მოსწავლე თინა თურმანიძე ევროსაბჭოს ორგანიზებული კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტია
04-06-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თინა თურმანიძე ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული კონკურსის – „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფინალისტებს შორისაა.

თინა თურმანიძემ თავის ესეში აქცენტი გააკეთა ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე. თინა საუბრობს გენდერული თანასწორობის პრობლემაზეც.

„ამ პრობლემას ხშირად ვამჩნევ. თუნდაც იმას, რომ ბიჭებს უფრო მეტ შანს აძლევენ ცხოვრებაში, ვიდრე გოგოებს. ბევრს სჯერა, რომ ბიჭები უფრო ჭკვიანები, უფრო მოხერხებული არიან, ვიდრე გოგოები. რაც ასე არ არის“, – აღნიშნავს მოსწავლე.

მოსწავლე რელიგიურ თანასწორობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ უთანასწორობის დასაძლევად საზოგადოების განათლებაა საჭირო. მისი განმარტებით, ცნობიერების შეცვლა რთულია იმ გარემოში, სადაც სტერეოტიპებს ბავშვობიდან გვახვევენ თავს.


იხილეთ ფინალისტების შორის თინა თურმანიძის ნაშრომი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203