კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებისთვის სახალისო აქტივობა -„გამოიცანი რომელი რიცხვი, ფიგურა ვარ მე“ ჩატარდა
04-06-2020
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ Iა, Iბ და Iგ კლასების მოსწავლეებისთვის მათემატიკაში სახალისო აქტივობა -„გამოიცანი რომელი რიცხვი, ფიგურა ვარ მე“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა იმუშავეს სახალისო ლოგიკურ ამოცანებზე და თითოეული ამოცანის პასუხი ნახატის სახით წარადგინეს. მოსწავლეები აქტივობაში ხალისით და მონდომებით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.