ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინფორმაციო-შემეცნებითი ვიდერგოლები მიუძღვნეს
04-06-2020

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს.

გეოგრაფიის კლუბ „ქეისის“ წევრებმა ვიდეორგოლი მოამზადეს, რომელშიც საქართველოს ამ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღის შესახებ ისაუბრეს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ვიდეორგოლი შექმნეს მე-11 კლასის მოსწავლეებმაც. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და საინტერესო სასწავლო რესურსებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან.

იხილეთ ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203