
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების ონლაინ გაკვეთილებზე (მასწავლებელი ლელა მანჯავიძე) შეისწავლეს თემა: „ორგანიზმების განვითარება“.
მოსწავლეებმა შექმნეს მცენარეთა და ცხოველთა განვითარების ეტაპების ამსახველი ჩანახატები, პლასტელინით გამოძერწეს სხვადასხვა ცხოველის სასიცოცხლო ციკლის სტადიები, ჩაატარეს ცდები და დააკვირდნენ აღმონაცენის ზრდა-განვითარებას.
მოსწავლეებისთვის ონლაინგაკვეთილები საინტერესოა და აქტიურადაც ერთვებიან.
იხილეთ ვიდეო