
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ გაკვეთილებში აქტიურად არიან ჩართულები. მათ არც სპორტის გაკვეთილები ავიწყდებათ.
მოსწავლეებმა იციან, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია და სპორტულ აქტივობებში ყოველდღიურად ერთვებიან.
რადგან კორონავირუსმა სასწავლო პროცესიც და ურთიერთობებიც დისტანციური გახადა, მოსწავლეები აქტივობებს ვიდეოს სახით უზიარებენ პედაგოგს. მათი სპორტის მასწავლებელი თამილა მაკარაძეა.
იხილეთ ვიდეოები