
ახალციხის N5 საჯარო სკოლის Vგ კლასში (დამრიგებელი თინათინ ბალახაშვილი) ჩატარდა ღონისძიება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა თანმიმდევრულად გააცოცხლეს ისტორიის ფურცლები 1918 წლის 26 მაისიდან საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან დღემდე. მათი მთავარი ლოზუნგი იყო ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ერის გათახსირება, პირქვე დამხობა და გაწყალება იწყება მაშინ, როდესაც თავის ისტორიას ივიწყებს“.
ონლაინღონისძიება ჩატარდა Ms. Teams პლატფორმაზე, მას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, მასწავლებლები და მშობლები.
იხილეთ ფოტოები