წყალტუბოს N4 სკოლის პირველკლასელი ელენე ხაინდრავა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
04-06-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში XII კლასის მოსწავლეები დისტანციურად, „ბოლო ზარის“ გარეშე გააცილეს პედაგოგებმა. დირექციამ და მასწავლებლებმა შორიდან მიულოცეს მათ სკოლის დამთავრება და კეთილი სურვილებით გამოემშვიდობნენ. მე-12 კლასელების გაცილებას პირველკლასელებიც დისტანციურად შეუერთდნენ.

„წელს სკოლაში საზეიმოდ ვერ აღვნიშნეთ ბოლო ზარი და ვერ მოვეფერეთ ჩვენს საყვარელ მეთორმეტეკლასელებს. ამიტომ ვეცადეთ მათ ინტერნეტის საშუალებით მოვფერებოდით. ჩვენს მილოცვებს შემოუერთდნენ ჩვენი საყვარელი პირველკლასელებიც.

ჩვენს საყვარელ მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და თავის მშობლიურ სკოლას ეფერება ჩვენი პირველკლასელი ელენე ხაინდრავა, რომელსაც ამ სურვილის შესრულებაში დაეხმარა მისი დედიკო მონიკა ბენდელიანი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203