დამიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება დისტანციურად აღნიშნეს
03-06-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიის საჯარო სკოლაში პირველკლასელთათვის სასწავლო წლის დასრულება და „ანბანის ზეიმი“ დისტანციურად აღინიშნა.

27 მაისს პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდა. დამიის საჯარო სკოლამ, პანდემიის მიუხედავად, ძველი ტრადიცია არ შეცვალა. ანბანის გაცილების საზეიმო ღონისძიება I კლასის დამრიგებელი აკსანნა მისკარიანის ხელმძღვანელობით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ბავშვებმა ქართულ და სომხურ ენებზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები ანბანზე.

I კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა სკოლის დირექტორმა სილვა ამირიანმა. მან წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და მადლობა გადაუხადა მშობლებს ონლაინ ზეიმის ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისა და დისტანციური სწავლის პროცესში სკოლისა და პედაგოგების მხარდაჭერისათვის.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203