
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სასწავლო პროცესში და მნიშვნელოვან თარიღებსაც ონლაინ რეჟიმში აღნიშნავენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. ყოველწლიურად პირველი ივნისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
იხილეთ ფოტო და ვიდეო