ლიის თემის N2 სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის სახალისო ელექტრონული სასწავლო რესურსი დაამზადა
03-06-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მათემატიკის მასწავლებელმა, თამილა ჭაჭუამ, დისტანციური სწავლების პერიოდში, მოსწავლეებს სახალისო გამრავლების ელექტრონული ცხრილი, რესურსის სახით დაუმზადა და გაუზიარა.

აღსანიშნავია, რომ ლიის თემის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და მრავალფეროვან სასწავლო რესურსს სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203