„ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას“ - ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ფაილოძემ კომპლექსური დავალება შეასრულა
03-06-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლაში, დისტანციური სწავლების ფარგლებში, საგანში „მე და საზოგადოება“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: „ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას“.

„მე-3 კლასის მოსწავლე მარიამ ფაილოძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომპლექსური დავალება შეასრულა, თან ძალიან ორიგინალურადაც. საზოგადოებას, მეგობრებს აჩვენა, თუ რა მოსდევს კონფლიქტს დებს შორის ერთი უბრალო სათამაშოს გამო, თანაც ეს ყველაფერი წარმოაჩინა მუსიკალურად გაფორმებული ნოდარ დუმბაძეს ლექსის „მანანა და ლალის“ მიხედვით.

დასასრულიც თემის შესაბამისი გამოუვიდათ, თუ როგორ კარგია უკონფლიქტო და მშვიდი ცხოვრება. მადლობა მას ორიგინალურობისათვის, მეამაყება როცა ასეთი ბავშვის მასწავლებელი მქვია“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო დანელია.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203