
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგის გამოწვევაში აქტიურად ჩაერთვნენ.
სახალისო აღმოჩნდა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევა, ბავშვებმა წარმოადგინონ საყვარელი სპექტაკლი, თუნდაც ერთი მსახიობის თეატრის სახით, რაშიც არა მარტო მოსწავლეები, მშობლებიც ჩაერთვნენ.
ამჯერად წარმოგიდგენთ მე-6 კლასის მოსწავლე გიორგი ცხადაიას, რომელიც მასწავლებლის გამოწვევას პასუხობს და შოთა ნიშნიანიძის ლექსს გვიკითხავს.
იხილეთ ვიდეო