წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების დროს ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს
03-06-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სასწავლო პროცესის დროს სახლში საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან და მასწავლებლებს უზიარებენ.

მე-5 კლასელმა ნიჭიერმა მოსწავლემ, ზურა ჯოხაძემ თიხაზე იმუშავა. მისი ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძეა. ზურას ნამუშევრები სასკოლო კონკურსში „სხვა სამყარო ჩემი“ იყო წარდგენილი.

ორიგინალური აყვავებული ტოტი გააკეთა დათუნა თუთბერიძემ. დათუნა მე-6 კლასის მოსწავლეა. მისი მასწავლებელიც ინგა გრძელიძეა.

მე-5 კლასის  მოსწავლე კონსტანტინე მეშველიანმა კი კრეატიული დამხმარე რესურსი შექმნა ბუნებაში თემაზე: „დედამიწის და ორგანული სამყაროს განვითარება“. კონსტანტინეს ნამუშევარი შესრულებულია ბოთლზე. მისი მასწავლებელი მაია კაკაბაძეა.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203