ბათუმის N18 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ბავშვთა დაცვის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
03-06-2020
ბათუმის N18 საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ამ დღეს ნამუშევრები და პლაკატები მიუძღვნეს. მათი მასწავლებელი ანა ხინიკაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან და აწვდიან დავალებებს. სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ავიწყდებათ.